1. პროექტის სახელწოდება: ბავშვის უფლებების სადარაჯოზე
2. პროექტის მთავარი იდეა: მშობლების მხრიდან ბავშვებზე მორალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები
3. პროექტის აქტუალობა: საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახოს თუ რა დიდი ზიანის მომტანია ძალადობა. თითეული ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიება დაანახებს მათ იმ უარყოფით შედეგებს რომლებიც ბავშთა ძალადობის შედეგად მიიღება და აისახება მათ ფსიქოლოგიაზე.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ოჯახური ძალადობის პრევენცია ადგილობრივ თემში.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-დან 17 წლამდე
6. ვადები ხანგრძლივობა: სამი თვე
7. მოსალოდნელი შედეგი: პროექტს მოსწავლეებთან, მოხალისე პედაგოგთა, სკოლის დირექტორთან, სოფლის რწმუნებულთან ერთად მომზადდება ერთი სპერქტაკლი ფორუმ თეატრისათვის, რომლის ჩვენება გაიმართება თემში შემავალ ყველა სოფელში. მოეწყობა ერთი თოქშოუ ადგილობრივ თემში. მომზადდება 10 წუთიანი ფილმი ძალადობაზე. გამოიცემა სამახსოვრო ბუკლეტები მშობლებისთვის.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქახალდი, ქსეროქსი, ფერადი ფლომასტრები, ვიდეო აპარატი, საწვავი, თეატრალური დეკორაციები, ადამიანის რესურსები- მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.
9. პროექტის მსვლელობა:
პირველი ეტაპი- ჯგუფის დაკომპლექტება და თემების შერჩევა
მეორე ეტაპი- როლების განაწილება
მესამე ეტაპი - რეპეტიციები
მეოთხე ეტაპი- სპექტაკლის ჩვენება ( თემში შემავალ ყველა სოფელში)
მეხუთე ეტაპი- მზადება კინოფილმის სენარისთვის ,, ჩვენ ბევრს არა გთხოვთ“
მეექვსე ეტაპი- როლების განაწილება და რეპეტიციები
მეშვიდე ეტაპი- მშობლებისთვის სამახსოვრო ბუკლეტების მომზადება ,, არა ძალადობას“
მერვე ეტაპი- კინოფილმის გადაღება
მეცხრე ეტაპი- სტუმრების მოწვევა. კინოფილმის ჩვენება თემში და დებატების მოწყობა.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. - სამოქალაქო განათლებასთან კავშირში
11. პროექტის ხელმძღვანელი - ხათუნა ბარამიძე.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა. baramidzexatuna@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი: baramidzexatuna.blogspot.com
No comments:
Post a Comment